Sunday, June 28, 2015

ტრენინგის მეცხრე  დღე:
      გავეცანი მე-8 მოდულს.განვიხილეთ კიდევ ერთხელ როგორ გამოვიყენოთ ტექნოლიგიები სასწავლო პროცესის ხელშესაწყობად,შევედით ერთმანეთის ბლოგზე და ვნახეთ ერთმანეთის პრეზენტაციები,გავუზიარეთ ერთმანეთს უკუკავშირი ,ავტვირთე საქაღალდე ჩემს ბლოგზე.
      ტრენინგის ბოლო დღეს შევაჯამეთ მთელი მოდული.პირველ  რიგში შემექმნა წარმოდგენა, თუ როგორ უნდა ვიმუშაო პროექტზე რათა პროექტი უფრო წარმატებული და საინტერესო იყოს. შევისწავლეთ პროექტის დაგეგმვა,მისი დამხმარე რესურსების  შექმნა,ბლოგზე ატვირთვა,ვისაუბრეთ სეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეების პროექტში ჩართვაზე, გავეცანით შეფასების სხვადასხვა ტიპის რუბრიკებს,გავეცანით ,, პროექტზე დაფუძნებული სწავლების“ 8 მოდული. მე ვფიქრობ, თუ პროექტზე მუშობისას თემას თვითონ მოსწავლეები აირჩევენ,ისინი პროექტზე მუშობის მანძილზე უფრო მოტივირებულნი იქნებიან. ვისწავლე სხვადასხვა  შეფასების სქემის შექმნა პრეზენტაციების გაკეთება power point_ში და მისი გამოყენება ჩემს ბლოგზე,ასევე ბროშურის შექმნა,რომელიც პროექტის მანძილზე ეხმარება როგორც მასწავლებლებს ასევე მოსწავლეებსა და მათ მშობლებს.
  ტრენინგებზე ასევე გავიგე რა არის ფასილიტატორი, გავეცანი საავტორო უფლებების წესებს.ეს პროექტი დამეხმარა ასევე რაიონის სხვა სკოლის მასწავლებლებთან დაახლოებაში.
  ქალბატონ დიანას დამსახურებით შევქმენი დამოუკიდებლად ახალი ბლოგი,სადაც ავტვირთე ჩემი ნამუშევრებსი,მიღებული გამოცდილების გამოყენებით.

   მადლობა მინდა გადავუხადო ინტელის ჯგუფს,რომ ზრუნავენ მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაზე.
ტრენინგის მერვე დღე
საინტერესო და ბევრის მომცემი იყო.ავტვირთე ჩემს  ბლოგზე პრეზენტაცია.გავეცანით მე_8 მოდულს.განვიხილეთ შეფასებები, გავეცანით ფასილიტაციას ტექნოლოგიებით. როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები სწავლების პრაქტიკის გასაუმჯობესებლად.თანდათან ღრმავდება ჩვენი ცოდნა.
ტრენინგის მეშვიდე დღე
თანდათან ღრმავდება ცოდნა. ვცდილობ ყველაფერს დავეუფლო და გამოვიყენო .გაუეცანი შეფასების სქემებს,გავიხსენეთ გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორია,ვისაუბრეთ მოსწავლეთა საჭიროების გათვალისწინებაზე.ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი მუშაობით.



ტრენინგის მეექვსე დღე 
ბევრისმომცემი დასაინტერესო იყო.მივყვებით თანამედროვე მეთოდებს.შეძლებისდაგვარად ვმუშაობთ.დღეს გავეცანით მოსწავლეთა ნამუშევრის ნიმუშებს, გამოყენებულ რესურსებს.
ტრენინგის მეხუთე დღე 
საინტერესო და შრომატევადი იყო ჩემთვის.ავტვირთე ბუკლეტი, ვისწავლე კომენტარის გაკეთება.გავეცანი პროექტის პრეზენტაციას. განვიხილეთ საავტორო უფლებები როგორ გამოვიყენოთ. ეს ცოდნა გამომადგება წარმატებით განვახორციელო ჩემი მიზანი.
ტრენინგის მეოთხე დღე

თანდათან ღრმავდება ჩემი ცოდნა. დღეს გავეცანი მიმართულების მიმცემ ზოგად კითხვებს.გავეცანი შეფასების სტრატეგიებს და გავეცანი მაგალითებს,რაც სიახლე იყოს ჩემთვის.ეს ცოდნა დამეხმარება პროექტის წარმატებით განხორციელებაში.